logo
ENG



გერმანია მხარს უჭერს EU-ში უკრაინის, მოლდოვის და "მოგვიანებით" საქართველოს გაწევრიანებას

14 ივნ 202314:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/kda1d3cevu1lzvu.jpg

გერმანიის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში წერია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და მოგვიანებით, საქართველოს ჩათვლით.

"გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, გაერთიანებას და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩათვლით."- ნათქვამია გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგიაში.

უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე წერია, რომ ევროკავშირის ამ გაფართოებისთვის მოსამზადებლად და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის შიგნით აუცილებელია რეფორმების გატარება.

გერმანიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დღეს გამოქვეყნდა. პარალელურად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პრეზენტაციაზე ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის, საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის, ფინანსთა მინისტრის ქრისტიან ლინდნერის, თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის და შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეიზერის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.


close დახურვა